შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

დ. ამაშუკელი რწმენის პატიმარია
სულ პასუხი: 518

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
"მამული, ენა, სარწმუნოება"
პარასკევი, 29.03.2024, 02:49
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSS

"ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს!" წმ. ილია მართალი







სააკაშვილის რეჟიმის დროს "დედა ეკლესიისა" და მათი წევრებს ტოტალური დევნის დოკუმენტალური ფაქტები!!!

სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, სტუდია GNS-ისა და რუსთავი2-ის ყოფილი ჟურნალისტების მიერ მომზადებული სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც ფარული კამერით ჩაწერილია მეუფე სერაფიმეს ნაამბობი, თუ როგორ ტოტალურ ზეწოლას განიცდის სახელისუფლებო ანტიქრისტიანული ელიტის მხრიდან საპატრიარქო და დედა-ეკლესია!!!






საქართველოს წმ.მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის საპატრიარქოს დღევანდელი სინოდის წევრის, მეუფე ილარიონის ქადაგება, რომელიც ყველა ქართველმა აუცილებლად უნდა ნახოს და მოისმინოს, რათა არ შეცდეს !

ჩვენი მცირე ფინანსური რესურსით სათანადოდ ვერ ვავრცელებთ ამ საიტს, ამიტომ თუ შეგიძლიათ თქვენც დაგვეხმარეთ მის გავრცელებაში. ასე უფრო მეტად შევაჩერებთ დედა-ეკლესიისა და მართლმადიდებლობის მდევნელებს! დაა–Like–ეთ თქვენ და თქვენმა facebook-მეგობრებმა: დააწკაპეთ Like–ზე, შემდეგ Confirm-ზე და გამოსულ ფანჯარაში კიდევ ერთხელ Like-ზე, შედეგად თქვენს facebook-გვერდზე დაანონსდება ეს საიტი.




ნახეთ ასევე, ჩვენი ლექტორის დევნის ფაქტები. იგი შევარდნაძე-სააკაშვილის 40 წლიანი (1972-2012 წწ.) დემონური რეჟიმის უკანონო პატიმარი იყო!

დავით ამაშუკელი იდევნებოდა მართლმადიდებლობისათვის!


ჯერ კიდევ, 1999 წლის 24 აპრილიდან, ჩვენი ლექტორი, დავით ამაშუკელი, მიუხედავად შევარდნაძის პირსისხლიანი ჯალათების მრავალჯერადი მუქარისა, მაინც ჩაუდგა სათავეში „დედა ენის" ძეგლთან „ამერიკაში ხატების გატანისა და დალომბარდების(!)" მოწინააღმდეგეთა საპროტესტო ჯგუფს. მაშინ იგი სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი იყო. ღვთის წყალობით მაშინ არ განიძარცვა ჩვენი სამშობლო ხატებისაგან! მაშინდელი პრესის არაერთი გაზეთი იუწყებოდა ამის შესახებ, მათ შორის გაზეთები: "ახალი თაობა" (1-24 ივნისი, 1999 წ. სტატია: "პატრიარქის საკითხი ჩვენი განსასჯელი არ არის") და გაზეთი "საქართველო" (13-19 ივლისი, 1999 წ. სტატია: "საქართველოს ერთიანობის საიდუმლო ეკლესიისადმი მორჩილებაში ძევს") აქ ეს სტატიაა.

2000 წელს ხელმძღვანელობდა, მეტროსადგურ „თავისუფლებასთან" ჯგუფს, რომელიც აგროვებდა ხელმოწერებს რელიგიის შესახებ კანონის მიღებისა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული პრივილეგირებული სტატუსის გამოცხადებისათვის. ამ ფაქტს გამოეხმაურა გაზეთი "თბილისი"-ც (11 ივლისი, 2000 წ. სტატია: "კანონპროექტი "ისვენებს", მორწმუნენი ხელმოწერებს აგროვებენ") აქ ეს სტატიაა. ამ სტატიის გამოსვლიდან სულ რამოდენიმე დღეში სექტანტების ყველაზე დიდმა ქომაგებმა, ე.წ. "თავისუფლების ინსტიტუტის" მესვეურებმა - სააკაშვილ-ბოკერიას ჯალათებმა წინასწარი მუქარისამებრ, მოწამვლით მოკლეს დავითის მამა! მაშინ ბევრი ვერც კი ათვითცნობიერებდა, თუ რამხელა საშიშროებისგან იცავდა სამშობლოს იგი. შევარდნაძის ეს ვერაგული გეგმა, მხოლოდ ჩვენი ლექტორის ციხეში ყოფნის დროს, 2011 წლის 5 ივლისს, გაცხადდა ყველასთვის: კერძოდ, ვიდრე იუსტიციის მინისტრი გახდებოდა სააკაშვილი, მისი გუნდი უკვე მუშაობდა "რელიგიის კანონზე" (თუმცა ზ.ხ. ხელმომწერთა საწინააღმდეგოდ), რომლის თანახმადაც ნებისმიერ თვითაღიარებულ და ხშირ შემთხვევაში საეჭვო წარმომავლობისა და რეპუტაციის (თუნდაც 20 კაციან!) სექტას ანიჭებდა იურიდიულ სტატუსს. გარდა ამისა სააკაშვილისეული კანონპროექტი ერთი შეხედვით თითქოსდა თანაბარ პირობებში აყენებდა სექტებსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ სექტებს რა ფინანსური ზურგიც გააჩნიათ, მაშინ ნათელი ხდება თუ რა "თანაბრობაზეა" ლაპარაკი! აღარ ვამბობთ იმას თუ რა გამოუსწორებელი ფსიქოლოგიური ტრამვა შეიძლება მიაყენოს ადამიანებს ასეთი მრუდე კანონით "ფრთაშესხმულმა" სექტებმა! ამ სტატიიდან მხოლოდ 11 წლის შემდეგ, შევარდნაძის კანონმემკვიდრემ-სააკაშვილმა, სინოდზე ძალადობითა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობის იგნორირებით, მაინც ჩააბარა "ნეობოლშევიკური" პატაკი "ახალ კრემლს"-ბრიუსელსა და ვაშინგტონს!

მას 2003 წელს , საპატრიარქოს რადიო „ივერია" FM 105.4-ზე, ჰქონდა საავტორო გადაცემა - „ფარი და მახვილი სარწმუნოებისა". აქ ამ გადაცემათა აუდიო არქივია.

2004 წლის 10 ნოემბერს ჩვენი ლექტორის ხელმძღვანელობით, მოვაწყვეთ განათლების სამინისტროს პიკეტირება, ჩვენ ვითხოვდით საჯარო სკოლებში ახალი, საგნის: "საქართველოს ეკლესიის ისტორიის" შემოღებას, როგორც ყველასათვის სავალდებულოს. ამის მოთხოვნას ვამყარებდით იმ არგუმენტით, რომ ამ საგანის შემსწავლელი შესაძლოა მართლმადიდებელი არც კი ყოფილიყო - საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორია ხომ იგივე ჩვენი სამშობლოს - საქართველოს ისტორიაა! რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად "კათოლიციზმის", "იეღოველობისა" თუ "მუსულმანობის" ისტორიის შესწავლისას. ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში პატრიოტი კაცი თავს ვალდებულად თვლის შეისწავლოს სამშობლოს ისტორია, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. ასე, რომ ამ საგნის შემსწავლელი სულაც არაა ვალდებული გაქრისტიანდეს! დედა ეკლესიას, მისი ისტორიის მანძილზე, ძალით არასდროს არავისთვის თავს არაფერი მოუხვევია, მაგრამ თავისუფალ(?) ქვეყანაში მას ქადაგება მხოლოდ ტაძრის შიგნით, რომ დავუწესოთ რითიღა მივიღებთ "საბჭოთა საქართველოზე" უკეთესი წყობის ქვეყანას? ზოგისთვის "9 აპრილი" საბჭოთა პერიოდში ხალხისაგან უკანონოდ მითვისებული და ნაძარცვი "წითელი" სიმდიდრის "გათეთრების" დღეა, ზოგისათვის კი შევარდნაძე-სააკაშვილის "ნეობოლშევიკური" წყობის დროს ხალხის ახლებურად ძარცვისა და მართლმადიდებლობის ახლებურად დევნის კიდევ ერთი შანსია, ხოლო ყოველი მამულიშვილისთვის კი ეს დღე "საქართველოს სულიერი გაბრწყინების" დასაწყისის დღეა! ჩვენი ასეთი პოზიცია კი პრეზიდენტი მ.სააკაშვილისათვის, განათლების მინისტრ კ.ლომაიასათვის, მისი მოადგილის გ.თევზაძისა და თავისუფლების ინსტიტუტის მესვეურთათვის აბსოლიტურად მიუღებელი და საპირისპირო იყო. ამიტომ ამ აქციის შემდეგ ფსევდო–მართლმადიდებელმა, ანტიქრისტე ხელისუფლებამ ჩვენს ლექტორს იძულებით დაატოვებინა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების კათედრა. მაშინდელი განათლების მინისტრის - კ. ლომაიას ზონდერებმა არად ჩააგდეს თვით კათედრის გამგის - მეუფე ანანიას თხოვნაც კი, ბატონი დავითის კათედრაზე დატოვების შესახებ!

2009 წლის ივნისში ჩვენს ლექტორს - დავით ამაშუკელს უარი არ უთქვავს ჩვენთვის, რათა სააკაშვილის რეჟიმის საწინააღმდეგო და ეროვნულად დამუხტული მისი ლექციები აგვეტვირთა ინტერნეტ-ვიდეოპორტალ youtube.com -ზე. ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2005 წელს ზეწოლით დაატოვებინა კათედრა და მიუხედავად ამისა კვლავაც იდევნებოდა. აქ ერთ-ერთი ვიდეოლექციაა: http://www.youtube.com/watch?v=Xat6E6VNHus ვიდეოპორტალ youtube.com -ის ვებ-გვერდზე ამ ვიდეოჩარჩოს ქვედა მარცხენა კუთხეში ვხედავთ, რომ ეს ვიდეო ატვირთულია 2009 წლის 24 ივნისს, იმ დროს როდესაც ყოველი სიტყვა ღიად ნათქვამი უმკაცრესად იდევნებოდა ხელისუფლების მხრიდან. ამის შემდეგ დევნა გაათმაგდა და ამ ლექციების ვიდეოკურსის წაშლას მოითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ლექტორს "ციხეში ამოლპობით" ემუქრებოდნენ. მან კი მისი ღირსებისათვის შესაფერისი სიტყვებით მიუგო: "ტრადიციული სამართლისათვის ბრძოლის გზაზე მზად ვარ მოვითმინო თქვენს მიერ მამაჩემის მოწამვლით მკვლელობა, უდანაშაულოდ ჩემი ციხეში გაშვება, მაგრამ გახსოვდეთ ჯალათებო, რომ საქართველოში მალე მოვა ხელისუფლება რომელიც დაეხმარება ჩემნაირებს!". ამ სიტყვებმა არ დააყოვნეს და რამოდენიმე თვის შემდეგ იგი მათ მიერ დაპირებული მუქარისამებრ დააპატიმრეს...



სააკაშვილის ჯიბის პროკურატურის მიერ "შეკერილი" საქმე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს: სხვა ვერაფერი რომ ვერ მოუგონეს, უგულავას მიერ "დასაქმებული" ნაცმოძრაობის კოორდინატორების, მხოლოდ სიტყვიერი ცრუჩვენების საფუძველზე, გაფორმებული პისტოლეტით მუქარა(სსკ-151) დააბრალეს! "გამოძიებისათვის" წარდგენილი უდანაშაულობის მტკიცებულებები კი "ყალბი დოკუმენტის შექმნად" ჩაუთვალეს(სსკ-373-2) და "ბრალი" 6 წლამდე დაუმძიმეს!!! უფრო მეტი დავით ამაშუკელის ბიოგრაფიის შესახებ იხილეთ აქ: >>

2013 წლი 19 სექტემბერს - მთავარანგელოზბა დღეს, დაფარული მეუფის კურთხევით, დავით ამაშუკელმა დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა "ძლევაი საკვირველი". გადადით ამ ბმულზე, აქ მისი მიმართვაა ქართველი ერისადმი: https://www.facebook.com/notes/giorgi-lazi/761486513978509



http://facebook.com/dzlevai.sakvirveli

დ. ამაშუკელი რწმენის პატიმარია
სულ პასუხი: 518


გარდა ზემოთ ხსენებულისა, გაიხსენეთ სააკაშვილის რეჟიმის დროს, გამოძიების მიღმა დარჩენილი ასობით(!) მკვლელობის საქმეები, რომელზედაც ევროსასამართლომ სათანადო დასკვნები დადო - ამხილა რა სააკაშვილის ჯიბის სასამართლო და პროკურატურა! გაიხსენეთ გურამ შარაძის, ბადრი პატარკაციშვილის, ზურაბ ჟვანიას, რობაქიძის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და კიდევ მრავალ სხვათა ასობით საეჭვო გარემოებაში ჩადენილი მკვლელობები; გაიხსენეთ ციხის კადრები; გაიხსენეთ ტელეკომპანია "იმედის" დარბევა-გადაფორმება და ათობით სხვა რეგიონალური ტელეარხების სააკაშვილის "ჭკვაზე მოყვანა"; გაიხსენეთ ბათუმთან ფერიას მთაზე ეკლესიის დანგრევა და მის ადგილზე ე.წ."ეშმაკის ბორბლის" აღმართვა! გაიხსენეთ ბიზნესმენები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდნენ ციხეში, რომ მათ არ შეიტანეს "საწევრო" თანხები "ნაცმოძრაობის" საბანკო ანგარიშებზე - იმ მორჩილი ბიზნესმენებისგან განსხვავებით , რომლებიც "დიდი სიხარულით ჩუქნიდნენ" თავიანთ ქონებას "ნაცმოძრაობის ელიტას"; გაიხსენეთ უცხოელებზე უკონტროლოდ გაყიდული ტყეები და მიწები, სადაც ეკონომიკურად ისედაც გაუბედურებული მოსახლეობა მარჩენალ საქონელსაც კი ვეღარ აძოვებს; გაიხსენეთ გაპარტახებული სოფლის მეურნეობა და მილიონამდე ჩვენი თანამოძმე, რომლებიც სარჩოს საძებნელად უცხოეთში გადაიხვეწნენ; გაიხსენეთ თქვენს ოჯახებში ღიმილით შემოსული "ნაცმოძრაობის კოორდინატორები" - ე.წ. უგულავას მიერ "დასაქმებული" დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომელნიც თქვენზე ფარულ მაკომპრომეტირებელ "დოსიეს" ადგენდნენ სააკაშვილისთვის; გაიხსენეთ უგულავას მიერ "დასუფთავების სამსახურში დასაქმებული კორპუსის კოორდინატორ-აგენტები" ცრუჩვენებებით თუ როგორ "ასუფთავებდნენ" გლდანის საპყრობილის გავლით ყველას ვინც კი სააკაშვილისნაირი "დემოკრატი" არ გახდებოდა! გაიხსენეთ უკანონო სატელეფონო მოსმენები, თქვენს მიერ ნანახი ინტერნეტ-ვებგვერდების მისამართების ისტორიისა და პირადი E-mail-ების უკანონო კონტროლი; გაიხსენეთ ფოტოები, რომლებიც ასახავენ თუ როგორ ერთობოდა, ბიუჯეტის ფულით, "ნაცმოძრაობის ელიტა" სტრიპტიზ-ბარებში საკუთარ ცოლებთანა და მსუბუქი ყოფაქცევის გოგოებთან ერთად!!! და ამას ყველეფერს "ნაცმოძრაობა" აკეთებდა დემოკრატიის ნიღაბქვეშ...

არა და 19 აპრილს, ამ იდეალების დასამკვიდრებლად გვეპატიჟებოდნენ "დემოკრატები"!!! ისმის შეკითხვა: ზემოთ მოყვანილი ფაქტები არის კი ევროპული არჩევანი ??? არა და რაღა თქმა უნდა არა!!! ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი იტყვის, რომ "ნაციონალებს" არაფერი საერთო არა აქვთ არც ევროპულ არჩევანთან და მით უმეტეს დემოკრატიასთან! მათ სისხლიან-კრიმინალურ ელიტას, მხოლოდ თვით გადარჩენის ინსტიქტიღა ამოძრავებთ და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი შეცდენილი ადამიანის ჩათრევით, თავიანთი ურიცხვი დანაშაული "გაათეთრონ"... კარგად დავფიქრდეთ, ნუ თუ ასე არ არის?

და კიდევ, გთხოვთ გაითვალისწინოთ ერთი მეუფის სიტყვები:

"ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გადაჭერით! მერე გვიან იქნება - სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში მისი სისხლიანი ხელი ყველას მისწვდება, ვინც კი მისნაირი "დემოკრატი" არ გახდება! 19 აპრილს, იქ ცნობისმოყვარის ადგილი არ არის! საქართველოს ისტორიაში, ყველა იქ მიმსვლელი ჩაიწერება, როგორც სააკაშვილის სისხლიან-კრიმინალური რეჟიმის სრულად-თანამონაწილე დამნაშავე!"




ჩვენი მცირე ფინანსური რესურსით სათანადოდ ვერ ვავრცელებთ ამ საიტს, ამიტომ თუ შეგიძლიათ თქვენც დაგვეხმარეთ მის გავრცელებაში. ასე უფრო მეტად შევაჩერებთ დედა-ეკლესიისა და მართლმადიდებლობის მდევნელებს! დაა–Like–ეთ თქვენ და თქვენმა facebook-მეგობრებმა: დააწკაპეთ Like–ზე, შემდეგ Confirm-ზე და გამოსულ ფანჯარაში კიდევ ერთხელ Like-ზე, შედეგად თქვენს facebook-გვერდზე დაანონსდება ეს საიტი.